logo
ENG



ბელგია უკრაინას 2 000 ტყვიამფრქვევსა და 3 800 ტონა საწვავს მიაწვდის

26 თებ 202220:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/26/72gsntk4e7777yn.jpg

ბელგიის პრემიერმინისტრის ალექსანდრ დე კროს ინფორმაციით, უკრაინას 2 000 ტყვიამფრქვევს მიაწვდიან. 

ბელგია ასევე 3 800 ტონა საწვავის მიწოდებასაც აპირებს. როგორც დე კრომ აღნიშნა, ბელგია უკრაინის ჯარს მხარდაჭერას უცხადებს. 

გარდა ამისა, დე კრო ამბობს, რომ ბელგია გუშინ გაცხადებული ნატოს სწრაფი რეაგირებს ძალების ფარგლებში რუმინეთში 300 ბელგიელ ჯარისკაცს გაგზავნის. 

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.

 

 


close დახურვა